ახალი ამბები
ლუდის ბოთლების ნარჩენები ჭავჭავაძის გამზირზე PHOTO
ქალაქ გორის ცენტრალურ გამზირზე ლუდის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები წუხელ ტროტუარზე დატოვეს.

ფოტო ჟურნალისტმა ნიკოლოზ ღოლიჯაშვილმა გადაიღო.

ექვსმა ახალგაზრდამ ნარჩენები სკვერშიც დაალაგა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში:

ა) სტადიონზე,
ბ) სკვერში,
გ) პარკში,
დ) ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
ე) სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება - საჯარო სივრცეში (მაგ., ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ.), ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.

პასუხისმგებლობა არ გამოიყენება სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებთან, იმ ადგილებთან, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება.

აღნიშნული ქმედების პირველად ჩადენისთვის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 150 ლარამდე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში - ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები