ახალი ამბები
კასპში გამწვანების აქციისას ახალგაზრდებმა 40 ნერგი დარგეს
ქალაქ კასპში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)- ის ორგანიზებით, ახალგაზრდებმა 40 ხე დარგეს.

იფნის, ცხენის წაბლის, სოფორის, კატალპის და მარადმწვანე ტუიის ნერგები ქეჩარუღის დასახლებაში და პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს.

აქციაში ,,დარგე ხე და იზრუნე გარემოზე ‘’ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურიც ჩაერთო.

კულტურის სამსახურის უფროსის თეო ხორბალაძის განცხადებით, ხეებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიაქცევენ ყურადღებას.

ახალგაზრდებს გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი მიეხმარა. ნერგებისთვის ორმოების ამოთხრაში მან და მისმა თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

გოჩიტაშვილის განცხადებით, გამგეობისა და ,,კეთილმოწყობის სამსახურის" წარმომადგენლები მსგავს აქციებში მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას.










Print

სტატიის გამოყენების პირობები