ახალი ამბები
კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალზე მონაწილეობას ხაშურელი მოსწავლეები მიიღებენ
დღეიდან, 24 მარტიდან, კლასიკური მუსიკის მე-10 საიუბილეო რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ''მომავლის ვარსკვლავები 2017,'' იმართება.

ფესტივალში მონაწილეობას ხაშურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები: სოფიო ნოზაძე, ლიკა კალმახელიძე და ბარბარე ნოზაძე მიიღებენ.

მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მუსიკოსები ფესტივალზე კონცერტით გააცილეს, რომელიც 22 მარტს ხაშურში გაიმართა.

ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში, კლასიკური მუსიკის საღამოზე მათმა მეგობრებმაც დაუკრეს.

კონცერტში, „სიმებიან კვარტეტთან“ ერთად, პედაგოგ ფატი სადაღაშვილის მოსწავლეები: ლიკა კალმახელიძე, სოფიო ნოზაძე და ანი ქურდაძე მონაწილეობდნენ.

პატარა შემსრულებლებმა, რომელთაც როიალთან აკომპანიმენტს უწევდა კონცერმეისტერი თამაზ აბრამიძე, ნაწარმოებები ვიოლინოზე შეასრულეს.

კლასიკური მუსიკის საღამოზე პიაცოლას, ვივალდის, გლუკის, რუბინშტეინის, ბომის, ხაჩატურიანის, ჩაიკოვსკის, კრეისლერის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შესრულდა.

საღამოს ხელოვნებათმცოდნე ინგა ხრიკაძემ უხელმძღვანელა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები