ახალი ამბები
,,გორის დარბაზის" არსებობას და მის სახელს პრეზიდენტი მიესალმა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი
მარგველაშვილი ,,გორის დარბაზის" არსებობასა და მის სახელწოდებას
მიესალმა.
ამის შესახებ მარგველაშვილმა, დღეს, ადგილობრივ უნივერსიტეტში
გამართული შეხვედრის დროს, ,,დარბაზის" დამფუძნებელს თამაზ მაყაშვილს
განუცხადა.
თამაზ მაყაშვილმა პრეზიდენტს, მმართველ გუნდთან დაპირისპირების
თაობაზე, შეკითხვა დაუსვა.
,,პირველ რიგში, მივესალმები დარბაზის არსებობას, განსაკუთრებით, ამ
სახელწოდების პირობებში. როდესაც დემოკრატიის არსებობასა და ჩანასახზე
ვსაუბრობთ, საქართველოში, სწორედ, თამარის დროს არსებობდა ასეთი
ინსტიტუტი. თამარს ძალიანაც არ მოსწონდა ეს დარბაზი, მაგრამ ეს
არსებობდა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ გორში ეს სახელი შემოინახეს." -
განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდთან დაპირისპირებას, მარგველაშვილის თქმით,
ეს, სწორედ, დემოკრატიაა.
,,ის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვიყენებ ვეტოს, მე მგონი, ეს არ არის
ექსტრაორდინალური ვითარება. ეს არის კონსტიტუციის ფარგლებში ჩემი
უფლება და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა. მინდა გითხრათ, რომ ბევრი
დაძლეული ვეტო უკან დაუბრუნდათ. მე მქონდა, ამასთან დაკავშირებით,
არგუმენტები. ეს არის დემოკრატია" - უპასუხა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში კამპანიის ,,კონსტიტუცია ყველასია"
ფარგლებში იმყოფებოდა.
სტატიის გამოყენების პირობები