ახალი ამბები
აზერბაიჯანელი სტუდენტი პრეზიდენტს: ,,ატენსა და უფლისციხესთან ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს, დაეხმარეთ"
გორის უნივერსიტეტის აზერბაიჯანელმა სტუდენტმა სიღარიბეში იმ ხალხის ცხოვრებაზე ისაუბრა, რომელიც მოგზაურობისას ნახა.

,,მე არ მაქვს კითხვა, მე მაქვს თხოვნა. რამდენიმე დღის წინ ვიყავი და ატენში და უფლისციხეში. მე ვნახე ხალხი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში. სურვილი მაქვს, რომ ისინი კარგ პირობებში ცხოვრობდნენ, ჰქონდეთ კარგი სკოლა, საბავშვო ბაღები, დაეხმარეთ, მე ამას ვისურვებდი" - განაცხადა მან.

სტუდენტმა პრეზიდენტის კითხვა ინგლისურ ენაზე დაუსვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რუსულად უპასუხა.

,,თქვენ სადაც იმყოფებოდით, ეს არის საქართველოს ულამაზესი ადგილები.  მე მირჩევნია რუსულად ვისაუბრო, რადგან აუდიტორიის დიდ ნაწილს ეს ენა უფრო ესმის" - უპასუხა პრეზიდენტმა.

,,მე ინგლისურად მირჩევნია საუბარი. მსურს, რომ მოხალისედ ვიმუშაო მასწავლებლად და დავეხმარო ხალხს" - კვლავ გააგრძელა საუბარი სტუდენტმა.

,,შენს უკან გიორგი აბაშიშვილია, მასთან გააგრძელე საუბარი" - უთხრა მარგველაშვილმა ინგლისურად.

აუდიტორიას კი აუხსნა, რომ სტუდენტი ქართველ ხალხს დახმარებას სთავაზობს, რასაც ოვაციები მოჰყვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები