ახალი ამბები
თიბილოვის მომხრეები კოკოითთან მოლაპარაკებას აწარმოებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის,
ლეონიდ თიბილოვის მომხრეები ედუარდ კოკოითთან მოლაპარაკებას
აწარმოებენ.
ამის შესახებ მოსკოვიდან ცხინვალში დაბრუნებული პრეზიდენტი ადგილობრივ
ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე ესაუბრა.
თიბილოვის თქმით, უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით, ჩინოვნიკები
ყოფილ პრეზიდენტს უკვე ხვდებიან.
ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და მისი მომხრეები თიბილოვის
გადადგომას, უმაღლესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის
გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ.
2017 წლის 9 აპრილს დაგეგმილ არჩევნებზე ედუარდ კოკოითს კენჭისყრის
უფლება არ მისცეს.
,,ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, რადგან დიალოგი საკითხის
მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლები უკვე ესაუბრებიან მას და მის მომხრეებს. იმედია,
მიხვდებიან, რომ უკანონო ქმედებები მიუღებელია ქვეყნისთვის იმ დროს,
როდესაც ჩვენი რესპუბლიკა რუსეთთან უმაღლესი დონის ურთიერთობას
აღწევს" - განაცხადა თიბილოვმა.
21 მარტს თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
პუტინმა მას არჩევნებში წარმატებები უსურვა.
9 აპრილს დაგეგმილ არჩევნებზე პრეზიდენტობის სამი კანდიდატია
წარდგენილი: ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის მოქმედი
თავმჯდომარე) და ალან გაგლოევი (უშიშროების სამსახურის უფროსი)
სტატიის გამოყენების პირობები