ახალი ამბები
გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტთან სასირეთში მარადმწვანე ხეები დარგეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან, კვიპაროსის ხეები მიიტანეს.

ნერგები სოფლის დამოუკიდებელმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა და, სკოლის მოსწავლეების დახმარებით, სკვერში დარგო.

სკვერი გიორგი მაზნიაშვილის სახელს ატარებს, სადაც ბიუსტი, ასევე, ბეჟიტაშვილის ფინანსებით დაიდგა.

საკრებულოს წევრი კომპანია ,,ჯეოფრუტის" დამფუძნებელია.

მისი განცხადებით, აქციაში მონაწილეობა, სწავლის პროცესის დასრულებისას, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.

ის მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციის ჩატარებას და მის მიერვე შექმნილი სკვერის კიდევ უფრო გალამაზებას.

გენერალი მაზნიაშვილი სოფელ სასირეთში დაიბადა. სოფელში მისი სახლ-მუზეუმიცაა გახსნილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები