ახალი ამბები
მცირეკონტინგენტიანი სკოლების VI-VII-VIII კლასელებს ბაკურიანში დაასვენებენ
მცირეკონტინგენტიანი სკოლების მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 300 მოსწავლე სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩაერთვება.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წინადადებით მთავრობას უკვე მიმართა.

იმ სკოლების მოსწავლეებს, რომლებშიც, მოსწავლეთა რაოდენობა 30-ზე ნაკლებია, ბაკურიანში 2017 წლის 29 მარტს წაიყვანენ.

ღონისძიება 4 აპრილამდე გაგრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციას კომუნიკაცია, აქციის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, სპორტული სკოლების გაერთიანებასთან ჰქონდა.

სპორტული სკოლების გაერთიანებასთან კომუნიკაციის შედეგედ დადგინდა, რომ აღნიშნული აქტივობის განხორციელება საჭიროებს თახას 115,000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სახის ღონისძიება განათლების სამინისტრომ 8-15 მარტს ჩაატარა. პროგრამა „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ პროექტის ფარგლებში, სამთო-სათხილამურო სპორტში ჩართვისა და დასვენების მიზნით იმართება.









Print

სტატიის გამოყენების პირობები