ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტს ქარის სტიქიამ 6130 ლარის ღირებულების ზიანი მიაყენა (PHOTO)
ძლიერი ქარი რაიონის ტერიტორიაზე 20-21 მარტს დააფიქსირეს.

ამის გამო კასპის მუნიციპალიტეტს 6 130 ლარის ღირებულების ზიანი მიადგა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება იმ სამუშაო ჯგუფმა მიიღო, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიზნით შეიქმნა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ნოდარ ნატროშვილის თქმით, სოფელ ლამისყანაში ორ საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი.

ერთს მთლიანად, მეორეს კი, ნაწილობრივ. რაც შეეხება ქალაქ კასპს, მისი ინფორმაციით, იქ ერთ კერძო საცხოვრებელ შენობას მიადგა ზიანი.

ზიანის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალების შეძენა გადაწყვიტა.

,,ზიანმა 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით, სამუშაო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სავარაუდოდ შეადგინა 6 130 (ექვსი ათას ას ოცდაათი) ლარი" - იტყობინება გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები