ახალი ამბები
ორმოები თევდორე მღვდლის ქუჩაზე - ინფრასტრუქტურის სამსახურში ჯერ არ იციან (PHOTO)
ქალაქ კასპში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საკანალიზაციო მილებმა დეფორმაცია განიცადა და რამდენიმე მეტრით დაიწია.

ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.

კერძოდ, დაზიანებული მილები სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობასაც უშლის ხელს, მოსახლეობას კი სუნი აწუხებს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, თევდორეს ქუჩაზე რამდენიმე მანქანა უკვე დაზიანდა.

კასპის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ არ სმენია და საკითხს შეისწავლიან.






Print

სტატიის გამოყენების პირობები