გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ
ფლავისმანიდან ორი მოქალაქე გაუჩინარდა.
ისინი, ორი დღეა, სახლში არ დაბრუნებულან.
30-წლამდე ასაკის მამაკაცები სოფელ კოდისწყაროელები არიან.
სოფლის გამგებლის, გია გოჭოშვილის თქმით, ისინი ფლავისმანში
ნათესავებთან იყვნენ სტუმრად.
,,ორი დღეა, სახლში არ დაბრუნებულან. მერე მოიკითხეს ახლობლებში და
აღმოჩნდა, რომ რუსებს დაუკავებიათ." - აცხადებს გია
გოჭოშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, მიმდინარეობს
მოლაპარაკება მათ გასათავისუფლებლად.
სტატიის გამოყენების პირობები