ახალი ამბები
ნოსტელები მარტყოფის ბრძოლის დღის აღნიშვნის მიზნით სააკაძის კოშკთან შეიკრიბნენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მარტყოფის ბრძოლის დღე აღნიშნეს.

ახალგაზრდებმა დიდი მოურავის კოშკი, კიდევ ერთხელ, მოინახულეს და მუზეუმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

1625 წლის 25 მარტს, გიორგი სააკაძის მეთაურობით, მარტყოფის ველზე შაჰ-აბასის მრავალათასიანი ჯარი გაანადგურეს.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, გიორგი სააკაძეს რომ არ დაემარცხებინა სპარსელები მარტყოფის ველზე, შეიძლებოდა საქართველო სამუდამოდ აღგვილიყო პირისაგან მიწისა.

76-წლის გულნარა ვალიშვილი იხსენებს, რომ 10-15 წლის წინ ჩაფიქრებული იყო მუზეუმის გახსნა, აშენდა კიდეც კედლები, სადაც გიორგი სააკაძის შესახებ წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები, ფილმები იქნებოდა წარდგენილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები