ახალი ამბები
ნიქოზის ამბულატორიაში იმუნოფერმენტული კაბინეტი გაიხსნა
სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმუნოფერმენტული კაბინეტი გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსული და ჰორმონალური გამოკვლევების ჩატარების საშუალება უკვე აქვს.

ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითის და ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ასევე, ნიქოზის ამბულატორიაში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (TSH, FT4) უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დაიბეჭდა. დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ენდემური ჩიყვის და მისგან გამოწვეული პრობლემების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოწესრიგების და დროული მკურნალობის აუცილებლობის შესახებ.

კლინიკური, ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული კვლევების გარდა, ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს ოჯახის ექიმის, პედიატრის, ქირურგის, ენდროკრინოლოგის, ასევე, სტომატოლოგის მომსახურებით. ფუნქციონირებს დღის სტაციონარიც.

ახალი აღჭურვილობის გადაცემა და ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევა ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ პროექტის ,,ნიქოზის თემში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ ფარგლებში, გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები