ახალი ამბები
ხაშურის გამგებელი დაძმობილებულ ქალაქების ფესტივალებზე გაემგზავრება
მიმდინარე წელს ხაშურის
მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობივი მუნიციპალიტეტის
თანამშრომლებით დაკომპლექტებული დელეგაციით, დაძმობილებულ ქალაქებში
გაემგზავრება.
ამის შესახებ კულტურის სამსახურმა გეგმა-გრაფიკი უკვე შეადგინა.
საუბარი 2017 წლის დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება, რომლის ბიუჯეტი
საკრებულომ დაამტკიცა.
ხაშურის დელეგაცია და ინტელიგენცია (როგორც ეს გეგმაში წერია) შემდეგ
ქალაქებში წავლენ:
,,ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის აღმნიშვნელი ღონისძიება
ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში"
,,ლიტვის ქალაქ რადვილინსკში დაგეგმილ ფესტივალზე მონაწილეობა"
,,ბელორუსიის ქალაქ გორკში, ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
დელეგაციის წასვლა"
,,ლატვიაში დაძმობილებულ ქალაქ ბაუსკაში დაგეგმილ ფესტივალში
მონაწილეობა"
,,პოლონეთში დაძმობილებულ ქალაქ ტარნოვში ხაშურის დელეგაციის
წასვლა"
ეს არის იმ ქალაქების ჩამონათვალი, რომლის ფესტივალებზე ხაშურის
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დელეგაცია წავა.
სანაცვლოდ, თითოეული ქალაქის ხელმძღვანელს, მიმდინარე
წლის შემოდგომით, ,,ხაშური ოქროს შემოდგომა 2017"-ზე
დაპატიჟებენ.
სტატიის გამოყენების პირობები