ასე გამოიყურება გორის რაიონული
სასამართლოს შენობის წინ მდგარი ხე.
პოლიეთილენის პარკებით მორთული მრავალწლიანი ნარგავის ქვეშ პარკინგია,
თანაც, მხოლოდ სასამართლოს თანამშრომლებისთვის.
ამ ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც ხშირად დგას, რადგან ამ
პარკინგზე დაყენებული ჩვეულებრივი მოქალაქის მანქანის მძღოლი
დააჯარიმოს.
სასამართლოს თანამშრომლები ამბობენ, რომ პოლიეთილენის პარკები ქარს
მოაქვს, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ის ნარჩენებია, რომელსაც სასამართლო
პროცესების მომლოდინე ადამიანები ტოვებენ და ქარი აფრიალებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველი
სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის
პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო 2018 წლის 1
იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების
წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.
სტატიის გამოყენების პირობები