ახალი ამბები
,,ფერმერი ქალების ხმა" - სესიაში კასპის ბალახეული ჩაის მწარმოებელიც მიიღებს მონაწილეობას
28 მარტს, 19:00 საათზე, კლუბში „ფრონტლაინი“ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, მოეწყობა ქალი ფერმერების მონოლოგების „ფერმერი ქალების ხმა“ სესია და გაიმართება დისკუსია.

ქალი ფერმერები მსმენელებს მოუყვებიან ისტორიებს, ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და უხილავ ბარიერებზე, რაც ფერმერ ქალებს ხელს უშლის წინსვლასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

მონოლოგებს წაიკითხავენ მანანა ბოქვაძე (თაფლის წარმოება, წალკა), ნატალია ფარცხალაძე (ბალახეული ჩაის წარმოება, კასპი), ირინე ოდიშარია (პომიდვრის სათბური, ბულაჩაური), დალი ვეშაგურიძე (სასათბურე მეურნეობა, ზემო ალვანი)

აღნიშნული ღონისძიება მიმდინარეობს საერთაშორისო კამპანიის - „მარტის თვე - ქალების ისტორიის თვე“ (Women Herstory Month) მხარდასაჭერად, საქართველოში მცხოვრები ქალი ფერმერების საჭიროებების უკეთ გაცნობის მიზნით.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში”. პროექტს ახორცილებს ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა , რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები