ახალი ამბები
სოფელ ფლავთან ადგილობრივი მკვიდრი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს
40-წლამდე ასაკის კახაბერ ქისიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამგებელი დავით ონიაშვილი ქისიშვილების ოჯახს დღეს დილით ესტუმრა.

კახაბერ ქისიშვილი პირველად 2017 წლის 1 მარტს წაიყვანეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით გაათავისუფლეს.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, დაკავებულს კი, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ფლავის მიმდებარე სოფელ ფლავისმანიდან კი, 24 მარტს ორი მოქალაქე წაიყვანეს ცხინვალში.

ისინი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროელები არიან და სტუმრად ფლავისმანში იყვნენ.

ისინი ამჟამად გათავისუფლებულები არიან, ხოლო, კახა ქისიშვილის გათავისუფლების საკითხი ჯერ უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები