ახალი ამბები
ცხინვალის მილიციის განყოფილებასთან ხელყუმბარა ააფეთქეს
ცხინვალის შს სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებასთან ხელყუმბარა ააფეთეს.

ინციდენტისას არავინ დაშავდა.

ადგილობრივი მილიციის პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია ეჭვმიტანილი, 21-წლის მოქალაქე, რომელიც მილიციელები გაქცევისას დაედევნენ.

ცხინვალის მედიის ცნობით, აფეთქება კვირას 23:15 წუთზე მოხდა.

დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს დივერსიული აქტის ვერსიას და თანამონაწილეების ვინაობას ადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები