ახალი ამბები
გორის საკაბელო ტელევიზია ,,კოსმოსი" ღირსების ორი ოქროს ნიშნით დაჯილდოვდა
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტმა გორში მოქმედი კომპანია ,,კოსმოსი" ღირსების ორი ოქროს ნიშნით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება კომპანიის დირექტორმა ნინო ჯაკობიამ უკვე მიიღო და დაჯილდოების ცერემონიალზეც მიიწვიეს.

საქართველოს საწარმოების საყოველთაო რეიტინგების შემუშავებისას და სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით შპს ,,კოსმოსმა" დაიმსახურა:

რეიტინგი ოქრო - საქართველოს საწარმოებს შორის ,,ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით დაქირავებულთა რაოდენობა"

რეიტინგი ოქრო - შიდა ქართლის საწარმოებს შორის ,,ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით დაქირავებულთა რაოდენობა".

,,გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ეკონომიკის ლიდერთა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიებზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მონაწილე ქვეყნების ყველაზე წარმატებული კომპანიები" - აღნიშნულია წერილში.

ეს ღონისძიებები 2017 წლის 23 ივნისს თბილისში, ხოლოდ, 23 აგვისტოს უკრაინაში, ლვოვში გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები