ახალი ამბები
ცხინვალის საარჩევნო კომისიამ 40 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა
დღევანდელი მდგომარეობით ცხინვალის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 32 736 ამომრჩეველია 
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, საარჩევნო კომისიამ 40 ათასი საარჩევნო ბიულეტენი დაბეჭდა.

რეგისტრაციის პროცესი კვლავაც გრძელდება ცხინვალის მთავრობის მიერ გაცემული პასპორტების მიხედვით.

საპრეზიდენტო კანდიდატების სახელი და გვარები საარჩევნო ბიულეტენებზე ანბანის მიხედვითაა გამოსახული.

პირველ ნომრად ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე), მეორე - ალან გაგლოევი (უშიშროების სამსახურის მოქმედი უფროსი) და მესამე - ლეონიდ თიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი).

არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ნიკარაგუას, ვენესულას და ნაურუს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები