ახალი ამბები
კომპანია ,,მექანიზატორის" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყიდება
შპს ,,მექანიზატორის" ტექნიკა იყიდება.

ამის შესახებ მისმა დირექტორმა გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურის მიწვევით, კომპანიის ხელმძღვანელი სოფლების გამგებლებსა და ფერმერებს შეხვდა.

მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გაყიდვა უკავშირდება არა კომპანიის გაყიდვას, არამედ, პროფილის შეცვლას.

მან ფერმერებს შეღავათიან ფასად მათი შესყიდვა შესთავაზა.

შიდა ქართლში შპს ,,მექნიზატორს" ორი ფილილიალი - კაპისა და ქარელის ტერიტორიაზე აქვს. კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ საბოლოო გაყიდვამდე, მოსახლეობას ტექნიკის დაქირავება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ.

შპს ,,მექანიზატორი" რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზე არსებობს. ის ძირითადად, სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდებოდა და საგაზაფხულო სამუშაოებზე იყო ჩართული.

მიმდინარე წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგაზაფხულო სამუშაოების დაფინანსება შეწყდა.

,,მექანიზატორის" ფუნქციებში შედიოდა ასევე: სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სერვისული მომსახურების გაწევა (რემონტი, მარაგი ნაწილებით უზრუნველყოფა).

Print

სტატიის გამოყენების პირობები