ახალი ამბები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თხისა და ცხვრის სასოფლო კოოპერატივებს ახალ ტექნიკას სთავაზობენ
მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცემა.

ამისათვის მსურველებემა რეგისტრაცია 5 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ - გვერდზე www.acda.gov.ge უნდა გაიარონ.

გარდა ამისა, კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობასაც მიიღებენ.

იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.

მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივებს ეძლევათ შესაძლებლობა აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები