ახალი ამბები
გეომეტრიული ორმოულები გორში ((PHOTO)
ქალაქ გორში, რამდენიმე ქუჩაზე, ორმოულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჭალის დასახლებაში, ასფალტის მოსასხმელად, კომპანიის წარმომადგენლებმა ორმოები მრავალწახნაგა ფორმით გაამზადეს.

მიმდინარე წელს, ქალაქ გორში, გზების მოვლა-პატრონობის მიზნით, 80 ათასი ლარი გამოიყო.

თანხა გასულ წლებთან შედარებით მცირეა, რადგან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაზიანებული საფარის რაოდენობა შემცირებულია.

კერძოდ, სადგურის დასახლებაში სამი დიდი ქუჩის - კეცხოველის, გორიჯვრის და მარაბდელის ქუჩები დაიგო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები