ახალი ამბები
ხურვალეთელ დათა ვანიშვილს პრეზიდენტი ხელის ტრაქტორს აჩუქებს
სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ დავით ვანიშვილს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელის ტრაქტორს აჩუქებს.

ამის შესახებ მან, ლატვიის პრეზიდენტის თანდასწრებით, პირობა დათა ვანიშვილს მისცა.

საჩუქარი ერვოკავშირის დამკვირვებლების დახმარებით გადაეცემა.

მარგველაშვილი და მისი ლატვიელი კოლეგა რაიმონდს ვეიონისი მავთულხლართებს და მის მიმდებარე ტერიტორიას გუშინ ესტრუმრნენ. შემდეგ კი, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

,,ლატვიის პრეზიდენტს სოფელ ხურვალეთში ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხასგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა თანამედროვე სამყაროში და სუვერენულ სახელმწიფოში მსგავსი სიტუაციის არსებობა, როდესაც მავთულხლართები ყოფს ქვეყანას ორ ნაწილად.

„ეს მავთულხლართები, ასევე ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და, რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ხერხს ამ პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

,,მინდა ვთქვა, ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი დარჩენილა ბოლომდე და აი ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა - დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით. ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან აქ, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ პირადად მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.







Print

სტატიის გამოყენების პირობები