ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი 23-წლამდე ასაკის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 23-წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის გაიმართა, გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

გორში მცხოვრები ფალავანი ამ ტიტულს მეორედ, ზედიზედ დაეუფლა.

ასპარეზობა უნგრეთში, ქალაქ სომბათჰეიში ჩატარდა.

ნახევარფინალში ყაზბეგ ხუბულოვი (რუსეთის სახელით მოასპარეზე) 10:0 დაამარცხა. ფინალში კი, ბელორუსს, ვიტალი პიასნიაკისს შეხვდა, რომელსაც ასევე 10:0 სძლია.

გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა.

თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ორმა წევრმა: შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და მირზა სხულუხიამ (70 კგ) ბრინაჯაოს მედლები მოიპოვეს.

გენო პეტრიაშვილი დაიბადა 1994 წელს, წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა, ამჟამინდელი ზნაურის რაიონი. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (2016) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013), ასევე მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2015). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (120 კგ.)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები