ახალი ამბები
დღეს გორის კულტურის სახლში კონცერტი ,,ჩვენი საქართველო აქ არის" გაიმართება
დღეს, 30 მარტს, ქალაქ გორის მერიის კულტურის სახლში კონცერტი სახელწოდებით ,,ჩვენი საქართველო აქ არის" გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ღონისძიება ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ტარდება.

მასში მონაწილეობას ესტრადის წარმომადგენლები და ფოლკლორის ჯგუფები იღებენ.

დასაწყისი 18 საათზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები