ახალი ამბები
გორში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ჭიანურდება
გორში სადგურის დასახლებაში მდებარე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი რომელიც 2006 წელს აშენდა, რამდენიმე წელია დაზიანებულია.

მისი რეაბილიტაცია 2016 წელს უნდა ჩატარებულიყო, გორის მუნიციპალიტეტის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ამავე პროექტის მიხედვით, საბოლოოდ, გორში ათი ახალი მოედანი მოწესრიგდებოდა, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა.

პროექტის საერთო ღირებულება 1 446 272 ლარია.

ქალაქ გორის მერიაში გვითხრეს, რომ პროექტის დაწყება და თანხის გამოყოფა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჭიანურდება.











Print

სტატიის გამოყენების პირობები