ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისში ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა
გამყოფ ხაზთან გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისის შორის გაჩნდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა და არსებობდა საშიშროება იმისა, რომ სოფელ ქსუისამდე მიეღწია.

ე.წ. რუსეთის მესაზღვრეებმა და ცხინვალის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ქსუისთან ცეხსლის ლოკალიზება ერთ საათში მოახერხეს.

მერეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდა, მისი ინფორმაციით ცეცხლის კერები აღარ არსებობს.












Print

სტატიის გამოყენების პირობები