ახალი ამბები
ხაშურის ბაღების გაერთიანებამ 10 000 ლარის სათამაშოები იყიდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ 13 საბავშვო ბაღს სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

სააღმზრდელო დაწესებულებებში ხის სათამაშოები, დომინოები, დაფები და სხვადასხვა ნივთები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიიტანეს.

საკანცელარიო ნივთებისა და სათამაშოებისთვის თანხა 10 000 ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები