ახალი ამბები
მე-7 საუკუნის ძეგლი სამწევრისში სიძველისგან ინგრევა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქარელის რაიონში სოფელ სამწევრისში მდებარეობს, მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა.

ამჟამად, მისი კედლები დაზიანებულია, ძირითადად სიძველისგან.

კერძოდ. ძეგლი დააზიანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები.

სარესტავრაციო სამუშაოები 1950-1953 წლებში ჩაუტარდა. სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ძეგლს თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნა.

ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი X საუკუნისაა და სოფელ სამწევრისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე უშუალოდ ტაძარს ეხება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები