ახალი ამბები
უკანონო თევზჭერის ფაქტი სოფელ გომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქეები გიორგი ნოზაძე და თორნიკე ნოზაძე მოსასმელი ტიპის ბადით თევზაობდნენ, რითაც მათ დაარღვიეს თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები