ახალი ამბები
მდინარე სურამულას დაბინძურების გამო ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო 3 589 ლარით დააჯარიმეს
მდინარე სურამულა დაბინძურების გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო 3589 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მდინარეზე დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.

,,ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კომპანია, ფლობს კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელ საწარმოს. წარმოების შედეგად მოხმარებული წყალი, სალექარების გავლით ჩაედინება მდინარე სურამულაში, სადაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წყალში შეწონილი ნაწილაკები აღემატება დასაშვებ ნორმებს." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გარემოზე მიყენებული ზიანის თანხამ 3589,4 ლარი შეადგინა. მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.









Print

სტატიის გამოყენების პირობები