ახალი ამბები
ხაშურში საქველმოქმედო კონცერტი დათო გარადინსკის დასახმარებლად ჩატარდა
ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კონცეერტი დათო გარადინსკის დასახმარებლად ჩატარდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები: გივი ლიჩელი, ნინი მალხაზიშვილი, მარი მარნაძე, თამარ ალადაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და ტრიო ,,Harmony". 

დარბაზის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის გამოსვლამ.

კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ მუსიკოსი გივი ლიჩელი და საკრებულოს წევრი, სურამის მაჟორიტარი დეპუტატი ირინა გელაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები