ახალი ამბები
მერეთში ,,მეგობრობის ბაღი" შენდება
გამყოფი ხაზის მიმიდებარე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი“ გაშენდება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად სკვერში ბროწეულის ხეივანი გააშენეს.

200 -მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი „უთხოვარი“, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა “ორქისმა“ უსასყიდლოდ გადასცა.

დაირგო ასევე კაკლის და ცაცხვის ნერგები.

„ ამ სოფელთან გადის ხელოვნური საზღვარი. მავთულხლართების გარშემო ცხოვრობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები. სწორედ ამ ორი ერის მეგობრობის სიმბოლოდ გვინდა ამ ადგილას „მეგობრობის ბაღი“ გავაშენოთ. იმედი მაქვს ეს ხელოვნური საზღვრები მალე დაინგრევა.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

ნერგები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის სკვერშიც დაირგო.








Print

სტატიის გამოყენების პირობები