ახალი ამბები
ახალსოფელთან წრიული გზა მოიხრეშება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მისასვლელ გზა მოიხრეშება და მოშანდაგდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული გზით, სოფლის გარშემო წრიული გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

,,ასევე მოეწყობა მიმდებარე გზები და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება." - აღნიშნავენ გამგეობაში.


ახალსოფელი სოფელ ოსიაურის ადმინისტრაციულ თემში შედის.


,,იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფელამდე მისასვლელი გზა სანახევრო იყო და ტრანსპორტირება სოფლის ბოლომდე ვერ ხდებოდა, მოსახლეობას პრობლემა ექმნებოდა. განსაკუთრებული პრობლემები წვიმის და თოვლის პერიოდში წარმოიშვებოდა, როცა სოფელში არსებული ღელე დიდდებოდა და მოსწავლეებს სკოლის მიმართულებით გადაადგილება უძნელდებოდათ." - აცხადებს პრეს-სამსახური.

სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები