ახალი ამბები
ტინისხიდსა და ორთაშენში საბავშვო ბაღები გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ტინისხიდსა და ორთაშენში საბავშვო ბაღებისთვის შენობები
გარემონტდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის
ბაგა-ბაღების გაერთიანების პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პროექტი, რომლის ღირებულება 189 537 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა.
საბავშვო ბაღებში ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს და სამომავლო
გეგმებზე იმსჯელეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა
მოადგილემ გელა კაპანაძემ, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა თამარ
მურალოვმა, განათლების განყოფილების უფროსმა ლელა მაისურაძემ და
გაერთიანების დირექტორმა ნუგზარ ინჯიამ.
აღნიშნული საბავშვო ბაღების გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება და
დამატებით 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების
მიღებას.
ტინისხიდსა და ორთაშენში საბავშვო ბაღები 90-იანი წლების შემდეგ აღარ
ფუნქციონირებდა.
სტატიის გამოყენების პირობები