ახალი ამბები
გორში სახლის სახურავს ცეცხლი მოეკიდა
გორში, ციხის უბანში, სიმონ I-ის ქუჩაზე მდებარე ძველი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

სახურავზე კვამლი გამლელებმა შეამჩნიეს და სახანძრო სამსახურს გამოუძახეს.

ხანრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადგილზე მისულმა ბრიგადამ ცეცხლი 15 წუთში ჩააქრო.

ბინის ამჟამინდელ მეპატრონეს მეზობლები არ იცნობენ, რადგან სახლი რამდენჯერმე გაყიდულა, რის გამოც ახლანდელი მესაკუთრის ვინაობა არ იციან.

მათივე თქმით, ბინა საცხოვრებლად არ გამოიყენება, ამის გამო სახლს ხშირად სტუმრობენ მოზარდები და წყვილები.

შემთხვევის ადგილი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ბინაში უბრალო აალება მოხდა და შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა.













Print

სტატიის გამოყენების პირობები