ახალი ამბები
სტალინის გამზირზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა - მძღოლის ვინაობას არკვევენ
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ქვედა კიდურებზე, სავარაუდოდ, მოტეხილობები აღენიშნება.

როგორც აღმოჩნდა, სტალინის გამზირის დასაწყისიში 25 წლამდე ასაკის მოქალაქეს მანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი კი, არ გაჩერებულა და მოძრაობა გააგრძელა.

შემთხვევა, დღეს, გვიან საღამოს მოხდა.

დაზარალებული მოქალაქე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს უცხადებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ მარჯვენა მხარე, კერძოდ, სარკე ,,გაკრა."

თუმცა, ექიმების განცხადებით, ეს მსუბუქი ,,გაკვრა" არ ყოფილა.

გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით დაიწყო, რომელიც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია.

პოლიციელები მძღოლის ვინაობას არკვევენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები