ახალი ამბები
გორში ქარხნის ქუჩაზე სკვერი და მინისტადიონი მოეწყობა
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, ახალი სკვერი და მინისტადიონი მოეწყობა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ ერთი თვის წინ მიიღო.

ამჟამად, ინფასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლები კომპანია ,,ტაოსთან" ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

არქიტექტურის სამსახურს მაკეტი უკვე შედგენილი აქვს.

ქარხნის ქუჩაზე ხის საამქრო მდებარეობს. ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, მისმა მეპატრონემ ტერიტორია მერიას დაუთმო, სანაცვლოდ კი, მიწის ნაკვეთს სხვა ტერიტორიაზე შესთავაზებენ.

რაც შეეხება სამუშაოებს, კომპანია ,,ტაოს" თბილისში მსგავსი ტიპის სამუშაოების გამოცდილება აქვს, ქარხნის ქუჩაზე სკვერსა და სტადიონის გაკეთებას 97 444 ლარად აპირებს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში დაასრულებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები