ახალი ამბები
ორჭოსანთან ნათესავის დაკრძალვაზე მიმავალი ოთხი მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ორჭოსანთან დაკავებული ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრები ლ. მანძულაშვილი და ს. მანძულაშვილი, ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ნ. მელაძე, ხოლო, მეოთხე პიროვნება, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მცხოვრები ტ. ელკანოვი, უკვე, გაათავისუფლებულები არიან.

დაკავებულთა საქმის მასალები ცხინვალის სასამართლომ 31 მარტს განიხილა.

ისინი, ერთ-ერთი მათგანის დის დაკრძალვაზე, სოფელ ძუკათაში გადასვლას ცდილობდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები