ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებში საეჭვო წარმოშობის პროდუქტების შეტანა შეინიშნება
სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში, სურსათით მომარაგებისას, საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები კვლავ აღინიშნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულ შემთხვევებს, სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლის მიუხედავად, მაინც აქვს ადგილი.

ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს უკვე მიმართა.

სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა გაიაროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.

,,შედეგად, ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება." - აღნიშნავენ სააგენტოში.

ცნობისათვის, გასულ წელს, გორის რაიონის 18 საბავშვო ბაღში 23 თანამშრომელს საყვედური (მათ შორის, კვების დარგში
) მისცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები