ახალი ამბები
ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს შემოღობვა დაიწყო
სოფელ ხოვლეში ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხოვლედან აცნობეს.

თემის წარმომადგენლის ცნობით, ძველ ღობეს დემონტაჟი გაუკეთეს, მის ადგილას კი, ახალი გალავანის მოსაწყობად საძირკველი გაჭრეს.

პროექტის მიხედვით, ღობის ფასადი ნიჩბისის ბუნებრივი ქვითა და ქართული აგურით მოეწყობა, ხოლო ნაწილი - ნაწილს ლითონის ბადეს შემოავლებენ.

,,პროექტის განხორციელება აკადემიკოსის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის დაცულობას უზრუნველყოფს" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გივი მელაძემ.

სამუშაოებს შპს „იმედი დიდუბე“ ასრულებს, მისი ღირებულება 57 757 ლარია, გარანტია კი ხუთი წელი.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მიერ შექმნილი ნსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.

სახლ-მუზეუმის ეზოს მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა გასულ წელს მოამზადა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

იხ.


დანგრეული აივანი და ძროხების სადგომი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში
Print

სტატიის გამოყენების პირობები