ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სააღდგომო პროდუქტების შეძენისას სიფრთხილეს ურჩევს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უწყება დღეს ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.

,,განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. " - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები