ახალი ამბები
,,ღონიერი-გონიერის" ფარგლებში ჭიდაობის დარბაზში ბიბლიოთეკა გაიხსნა
ქალაქ გორში ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზში სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი პროექტის „ღონიერი-გონიერის“ ფარგლებში მოეწყო.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკა სამომავლოდაც გეგმავს საჭიდაო დარბაზებში სპორტული ბიბლიოთეკების გახსნას.

გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძესთან, ასევე ფედერაციის სოციალური და კულტურული პროექტების კოორდინატრი, ლადო გეგეშიძესთან ესწრებოდნენ.

ჭიდაობის ფედერაციამ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზის ბიბლიოთეკას, საჩუქრად 300 წიგნი გადასცა.

პროექტი „ღონიერი-გონიერი“ სპორტსმენებში წიგნიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ოცი „მინი ბიბლიოთეკა“ რეგიონებში არსებულ სპორტულ დარბაზებთან მოეწყობა.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტისთვის ჯამში 5 000 წიგნი გამოყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები