ახალი ამბები
ბორჯომის მატარებელში პოლიცია გამოიძახეს
დღეს, ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებელი, სადგურ ბორჯომიდან, თითქმის სამი საათის დაგვიანებით გავიდა.

ამის მიზეზი, პოლიციის თანამშრომლების მიერ, მატარებელში საგამოძიებო მოქმედებების დაწყება გახდა.

ბორჯომიდან თბილისამდე არსებულ სადგურზე მომლოდინე ათასობით მგზავრისთვის მატარებლის დაგვიანების მიზეზი უცნობი იყო.

გორის სადგურში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატარებელი დააყაჩაღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მგზავრების ძარცვას ან დაყაჩაღებას ადგილი არ ჰქონია.

სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამოძიება 187-ე მუხლის მიხედვით, (სხვისი ქონების დაზიანება) დაიწყო.

გამცილებლებლების განცხადებით, ახალგაზრდების ჯგუფმა მატარებლის ქონება დააზიანეს.

ამის გამო პოლიცია გამოიძახეს. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, რასაც გარკვეული დრო დაჭირდა.

ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები