ახალი ამბები
რა წიგნებს წაიკითხავენ სპორტსმენები ბიბლიოთეკაში ,,ღონიერი-გონიერი"
გორის საჭიდაო დარბაზში ბიბლიოთეკა ,,ღონიერი-გონიერი" გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჭიდაობის ფედერაციის დახმარებით ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლაში 300 წიგნი მიიტანეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ნაჩუქარი ლიტერატურით დაინტერესდა.

სკოლის მეორე სართულზე სპორტსმენებს მათი წაკითხვა ადგილზე შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ საჭიდაო დარბაზს ბიბლიოთეკარის შტატს გამოუყოფენ, შესაძლოა, სახლებში წიგნების წაღებაც.

პროექტი „ღონიერი-გონიერი“ სპორტსმენებში წიგნიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ოცი „მინი ბიბლიოთეკა“ რეგიონებში არსებულ სპორტულ დარბაზებთან მოეწყობა.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტისთვის ჯამში 5 000 წიგნი გამოყო.

 












 

Print

სტატიის გამოყენების პირობები