ახალი ამბები
პოლიციის შენობასთან მანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა
გორის შს სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის განყოფილების შენობასთან მანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.

შემთხვევა ნახევარი საათის წინ კომბინატის დასახლებაში მოხდა.

მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ის ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადადიოდა. შეჯახებისას თავი მანქანის საქარე მინას დაარტყა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა გადასასვლელი არაა მონიშნული.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) დაიწყო.









Print

სტატიის გამოყენების პირობები