ახალი ამბები
,,ადამიანი მოთამაშე" - გორის თეატრში პრემიერა გაიმართება
2017 წლის 7 აპრილს გორის თეატრში პრემიერა გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სპექტაკლის ჩვენება "HOMO LUDENS" (ადამიანი მოთამაშე) 19 საათზე მოეწყობა.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.

ტ. ილიევსკის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა.

მხატვარი: ლელა ფერაძე, კოსტიუმების მხატვარი: ნანა ყორანაშვილი, ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა, ტექნიკური რეჟისორ: სოფი დრულევი

მონაწილეობენ: გიორგი გოგუაძე, სოსო მგალობლიშვილი, სოფი მაიერი, ლევან ჯამბრიშვილი, თეკლა მარჯანიშვილი, ამირან ქაჩიბაია, ომარ გრიგალაშვილი, შოთა ხანჯალიაშვილი, არჩილ მაკალათია, გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ოთინაშვილი სოფი დრულევი, ნიკოლოზ კასრაძე, გურამ მამულაშვილი, იაკო გიგუაშვილი.

ამავე სახელწოდების ფილისოფიური ნაშრომი იოჰან ჰაიზინგას (1872 - 1945) ეკუთვნის, რომელიც დასავლური კულტუროლოგიის და კულტურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია.

თავის ნაშრომში (კაცი მოთამაშე) ჰაიზინგა ამტკიცებს, რომ კულტურაში მონაწილეობს და არსებით როლს ასრულებს თამაშის ელემენტი; მეტიც, მის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს, ხოლო თამაშის სულის დაკნინება კულტურის დაკნინებასაც ნიშნავს. ნაშრომი ჰოლანდიურ ენაზე გამოქვეყნდა 1938 წელს, მას შემდეგ კი მსოფლიოს ათობით ენაზე გამოვიდა და კულტუროლოგიის კლასიკად იქცა.

როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ, ისე მის შემდეგ ევროპული აზროვნების მთავარ საზრუნავად იქცა პასუხი კითხვაზე: როგორ მოხდა, რომ ევროპულ კულტურას ეს საშინელი სენი დაემართა.

ჰაიზინგასთვის თამაში განასახიერებს თავისუფლების იმ ფერმენტს, რაც კულტურას ქმნის.

სულის უმწიფრობასა და ფაშიზმს შორის კი, პირდაპირი ხაზია. ამ ნაშრომის მიხედვით, ფაშიზმი შესაძლებელი ხდება იქ, სადაც თამაშის თანმდევი თავისუფლების, სილაღის, ღირსების, პატივის, წესრიგისადმი უანგარო სწრაფვის სულისკვეთებაა დაკარგული. და პირიქით, ფაშისტური ტოტალიტარიზმი ვერ ჰგუობს და კლავს თამაშის სულის გამოვლენებს.

ტექსტი გამოყენებულია: იოჰან ჰაიზინგას ქართულად ნათარგმნი წიგნის ,,კაცი მოთამაშეს" წინათქმიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები