ახალი ამბები
,,რად გვინდა თბილისელი მძინარე თავმჯდომარე" - კასპის საკრებულოს პირველი სხდომა

თავმჯდომარედ არჩეულმა ბუღაძემ საკუთარ მოადგილედ ილია ზაქარიაძე დაასახელა, რომელიც კასპის ბაზრის მეპატრონეა. მისმა კანდიდატურამაც ხმაური გამოიწვია. ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა ილია კიტრიაშვილმა ამ ფაქტებს ,,მაიმუნობა" უწოდა, რადგან ეს საკითხი კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ზემოდად, თბილისიდან აქვს გადაწყვეტილი.

 

,,მაიმუნობა" შეურაცხყოფად მიიღო სოფელ კავთისხევის დეპუტატმა რამაზ ხიზანიშვილმა, რომელიც რაიონის პარლამენტარის დავით ონოფრიშვილის წარდგინებით მოხვდა საკრებულოში. წლების განმავლობაში ისიც რაიონს ,,მიღმა" მუშაობდა. 

 

კასპის საკრებულოს შემადგენლობა პარტიული სიით ასე დაკომპლექტდა:

 

,,ქართული ოცნება"

1. მანუჩარ მერებაშვილი

2. ზურაბ ჯავახიშვილი

3. ნუგზარ ბუღაძე

4 ხათუნა თათანაშვილი

5. ზურაბ ჩიტიშვილი

6. ილია ზაქარიაძე

7. ქეთევან წურწუმია

8. ოთარ ჭეიშვილი

9. გიორგი ბადაშვილი

 

ნაციონალური მოძრაობა

მიხეილ ბექარუი

რობერტ კავთიაშვილი

 

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

გოჩა მამულაშვილი

გიორგი გოგოლაური

 

დავით თარხან-მოურავი, პატრიოთა ალიანსი

ილია კიტრიაშვილი

 

დანარჩენები დეპუტატები სოფლების მაჟორიტარებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები