ახალი ამბები
გორის სამხატვრო სკოლა განახლებულ შენობაში აგრძელებს მუშაობას
3-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ გორის სამხატვრო სკოლა ახალ, გარემონტებულ შენობაში აგრძელებს მუშაობას.

სკოლის დირექტორის მოადგილის ცნობით, ამჟამად, სასწავლებელში 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და, საბოლოოდ, 2016 წლის ზაფხულში დასრულდა.

თავდაპირველად, მშენებელმა კომპანიამ სამუშაოებს თავი მიანება, რომლის წარმომადგენლები აღარც ჩანდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს სასამართლოში იჩივლა და გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

2015 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდა. შენობის შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები ახალმა კომპანიამ მოაწყო, გადაიხურა სახურავიც, თუმცა, წვიმის დროს, გარკვეული პრობლემები მაინც შეექმნა.

,,კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ამ პრობლემას ამ ზაფხულსვე აღმოფხვრის" - გვითხრა სკოლის წარმომადგენელმა.

მთავარ პრობლემად გარეფასადი რჩება. ქალაქის მერიამ მის გასაკეთებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სკოლის წარმომადგენელი ეზოს გარეთ ვიდეოთვალის დამონტაჟებას ითხოვს, რადგან ე.წ. ,,შვიდი ნომრის" მაღაზიასთან მდგარი მუშები ბუნებრივ მოთხოვნილებებს სკოლის გვერდით იკმაყოფილებენ.








Print

სტატიის გამოყენების პირობები